Aa
Aa

კიელინი 6 თვეს იუქმებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, ჯორჯო კიელინი გუნდს 6 თვე ვერ დაეხმარება. იტალიელმა უკანახაზელმა გასულ პარასკევს წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.

დღეს კი ოპერაცია ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ მარტამდე ვერ ითამაშებს. ამ საკითხთან დაკავშირებით „ბებერმა ქალბატონმა“ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქირურგიული ჩარევა ავსტრიაში ჩატარდა და წარმატებით დასრულდა.

კიელინის ტრავმა მატიის დე ლიხტისთვის თავის გამოჩენის შანსი გახლავთ. ჰოლანდიელი ფეხბურთელისთვის „იუვენტუსში“ ტრანსფერი ისეთი არ აღმოჩნდა როგორსაც ელოდა. ახალგაზრდა უკანახაზელი თადარიგში რჩებოდა ხოლმე და როგორც თავად განაცხადა ეს მისთვის მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება კიელინის, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა იტალიელი მცველი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

35 წლის უკანახაზელი „ბიანკონერის“ ერთ-ერთი ლიდერია და ტურინული გრანდის ღირსებას 2005 წლიდან იცავს. ჯორჯოს არყოფნაში „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა, თუმცა „პარტენოპეიმ“ სამი გოლი გაუტანა, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები