დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე
Aa
Aa

დევისის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე

13-14 სექტემბერს დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიის ქალაქ ოსლოში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

სამწუხაროდ, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოსლოში გასამართ მატჩებზე ვერ დაეხმარებამიზეზი ამ დრომდე უცნობია.

რაც შეეხება გიორგი ცივაძეს , მან  ზაფხულის ბოლო ტურნირზე მინსკში იასპარეზა.

ტრავმის გამო ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ , სანდრო მეტრეველი გერმანიაში ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირებზე იღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ბაკში შეუერთდება, რომელიც ბოლო წლებია ოკლაჰომას უნივერსტეტის ნაკრებში ასპარეზობს და ნაკრების პირველი ნომერია.

წელს ასევე ახალგაზრდა ჩოგბურთელები შეუერთდებიან ნაკრებ გუნდს. საბა ფურცელაძე და ნიკოლოზ დავლიანიძე დევისის თასის გუნდში თბილისში ჩატარებული შესარჩევი მატჩების წყალობით მოხვდნენ.

 საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კვლავ დავით კვერნაძე იქნება.

საქართველოს ნაკრები გუნდი ოსლოში 9 სექტემბერს გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები