მსოფლიო ჩემპიონატი - ფავორიტების დამაჯერებელი გამარჯვებები
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღის ყველაზე საინტერესო მატჩი საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გაიმართა.
"ლურჯებმა" კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 16-4 მოიგეს. ისინი თამაშის ტემპს მეორე ათწუთეულის განმავლობაშიც აკონტროლებდნენ და დიდ შესვენებაზე 16 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.
???? Sharing is caring for magician Dennis Schröder! ???? #FIBAWC #FRAGER
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 1, 2019
???? https://t.co/U6RPjwM4Dr pic.twitter.com/MvEEHglkq9
ჩაგდებული პირველი ტაიმის მიუხედავად, გერმანიამ ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს თამაშის გადარჩენის შანსიც ჰქონდა. დენის შროდერსა და კომპანიას იღბალი დააკლდათ და საბოლოოდ 78-74 დამარცხდნენ.
.@EvanFourmizz with the dagger ! ????️
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 1, 2019
???? https://t.co/U6RPjx3FuZ#FRAGER pic.twitter.com/71fGy5aIVK
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე 26 ქულით ევან ფურნიე გახდა. ამატ მბაიემ აქტივში 21 ქულა ჩაიწერა. რუდი გობერი კი 9 ქულით, 9 მოხსნითა და 5 დაფარებით გამოირჩა.
???? @Amath22Juice with already 21PTS after 3QT in his first #FIBAWC game! #FRAGER
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 1, 2019
???? https://t.co/U6RPjwM4Dr pic.twitter.com/L508ujcuD1
გერმანელებს 25 ქულით იოჰანეს ვოიტმანმა ულიდერა. დენის შროდერმა გუნდს 23 ქულა შესძინა. რობინ ბენცინგმა კი მატჩი 8 ქულით დაასრულა.
Gravity = Optional for @viinze_17P! ???????? #FIBAWC #FRAGER
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 1, 2019
???? https://t.co/U6RPjwM4Dr pic.twitter.com/H0N8LC881E
საფრანგეთის მსგავსად, პირველი გამარჯვება აშშ-მაც მოიპოვა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა დამაჯერებლად იასპარეზა და ჩეხეთი 88-67 დაამარცხა.
Quick hands????
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 1, 2019
Big air ????@spidadmitchell is coming! ????#USAGotGame #CZEUSA
???? https://t.co/U6RPjx3FuZ pic.twitter.com/oDDenbUdtU
ამერიკელთა მხრიდან 16 ქულით დონოვან მიჩელი გამოირჩა. ჰარისონ ბარნსმა თავი 14 ქულას მოუყარა. კემბა უოკერმა კი 13 ქულა გაიფორმა.
Kemba doing Kemba things... right @KembaWalker? ????✨ #USAGotGame #CZEUSA@usabasketball ????????
— Basketball World Cup (@FIBAWC) September 1, 2019
???? https://t.co/U6RPjx3FuZ pic.twitter.com/g5V8fVJMGT
სხვა მატჩების შედეგები
ახალი ზელანდია - ბრაზილია 94 - 102
დომინიკის რესპუბლიკა - იორდანია 80 - 76
თურქეთი - იაპონია 86 - 67
სენეგალი - ლიეტუვა 47 - 101
საბერძნეთი - მონტენეგრო 85 - 60