Aa
Aa

პარატიჩი: "გამორიცხულია... დიბალას წასვლის შანსი არ არსებობს"

ტურინის "იუვენტუსის" დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ დიბალას ტრანსფერი გამორიცხა და განაცხადა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" რიგებს არ დატოვებს.

"ლა ხოჯას" გადაბირებით "პარი სენ-ჟერმენი" და "ინტერი" ინტერესდებოდნენ. ორივე კლუბი ფეხბურთელთა გაცვლაზე გახლდათ კონცენტრირებული.

ფრანგული პრესის მიხედვით პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ დიბალასა და გარკვეული თანხის მიღება სურდა. "ნერაძური" კი მზად იყო პაულოს სანაცვლოდ მაურო იკარდი დაეთმო.

როგორც გაირკვა ფრანგულ-იტალიურ გრანდებს ხელი მოეცარათ. პარატიჩიმ დიბალას სამომავლო გეგმების შესახებ Sky Sport Italia-სთან ისაუბრა და აღნიშნა: "გამორიცხულია დიბალამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას იუვენტუსი დატოვოს. ამის შანსი არ არსებობს".

აქვე დავძენთ, რომ სერია A-ს წლევანდელ სეზონში "ბიანკონერიმ" 2 შეხვედრა ჩაატარა და დიბალამ ორივე მატჩი სათადარიგო სკამზე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები