Aa
Aa

დასრულდა! ნეიმარი პსჟ-ს დანებდა და გუნდში რჩება

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, ნეიმარის სატრანსფერო საგა დასრულდა.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბარსელონასა“ და პსჟ-ს ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ ახალ სეზონს კვლავ ლიგა 1-ში გაატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარს „ბარსაში“ დაბრუნების დიდი სურვილი ჰქონდა, კატალონიელებმა პარიზელთა მადა ვერ დააკმაყოფილეს და შესაბამისი შეთავაზება ვერ გაუკეთეს.

როგორც ცნობილია, ნეიმარმა ბოლოს 20 მილიონის თავისი ჯიბიდან გადახდაც შესთავაზა, თუმცა პსჟ-მ ამაზე უარი განაცხადა.

კონტრაქტის მიხედვით, 2020 წლის ზაფხულიდან ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონზე ნაკლები იქნება და უდიდესი ალბათობით ნეიმარი პსჟ-ს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები