Aa
Aa

"სიტის" მორიგი მარტივი და ლამაზი გამარჯვება

პრემიერლიგის მე-4 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ მორიგი დაგეგმილი და მარტივი გამარჯვება მოიპოვა.

პეპ გუარდიოლას გუნდმა „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

შეხვედრაში კუნ აგუერომ დუბლი გაიფორმა, თითო გოლი კი კევინ დე ბრუინმა და ბერნარდო სილვამ გაიტანეს.

„ქალაქელები“ შესანიშნავ ფორმაში არიან და მათი თამაშის დემონსტრირებას პირველივე ტურებიდანვე ახერხებენ. პეპის გუნდი მხოლოდ „ლივერპულს“ ჩამორჩება, რომელსაც თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. გამარჯვების შემთხვევაში „მერსისაიდელები“ „სიტის“ 2 ქულით გადაასწრებენ.

გუარდიოლას გუნდს ბურთების ბალანსი 14:3-თან აქვს. ამ მომენტისთვის ეს პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

"სიტი" მომდევნო ტურში სტუმრად "ნორვიჩს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები