Aa
Aa

პერესი დაპირებას ვერ ასრულებს - ზიდანი აღშფოთებულია

Mirror-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ფლორენტინო პერესზე გაბრაზებულია და ფრანგი აღშფოთებას ვერ მალავს.

საქმე სატრანსფერო თემებს ეხება. პერესმა ზიდანს ის მოთამაშეები ვერ უყიდა, რომლებიც ზიზუს სურდა.

ზიდანის ბოლო და ერთ-ერთი მთავარი სურვილი პოლ პოგბას შეძენა იყო, რომელსაც პერესი ამ დრომდე ვერ ახერხებს. „იუნაიტედი“ ფრანგი შუახაზელის სანაცვლოდ 200 მილიონს ითხოვს, რომელიც „რეალს“ არ აქვს.

Marca-ს ინფორმაციით, „რეალს“ ბანკიდან აღებული სესხიდან 155 მილიონი ევრო აქვს დარჩენილი, რომლითაც მათ უახლოეს 2 დღეში ვინმე უნდა გაიფორმონ და რთულად წარმოსადგენია, რომ ეს „ვინმე“ პოგბა იქნება.

„რეალი“ სასურველ თამაშს ვერ აჩვენებს და ვერც ახალწვეულები ამართლებენ გაცემულ ავანსებს. ჯერ ძალიან ადრეა და პანიკის საფუძველიც ალბათ არ არის, თუმცა როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ზიდანი ძალიან უკმაყოფილოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები