Aa
Aa

სანჩესი მილანში ჩავიდა და "ინტერს" შეუერთდება

მილანის „ინტერმა“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ალექსის სანჩესის ტრანსფერის შესახებ საბოლოოდ მოილაპარაკეს. ჩილელი ვარსკვლავი გუშინ მილანში ჩავიდა, სადაც გარიგების დასკვნით დეტალებზე თავად დაილაპარაკებს.

სანჩესი სამედიცინო შემოწმებას, სავარაუდოდ, დღეს გაივლის, „ნერაძური“ სანჩესის 10-თვიან იჯარაში 6 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

საგულისხმოა, რომ საიჯარო პერიოდში სანჩესის ხელფასის ნაწილს „იუნაიტედი“ დაფარავს, რომელსაც დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, „ინტერი“ კი მხოლოდ 5 მილიონ ევროს დაფარავს.

როგორც პრესა წერს, სანჩესის „შავ-ლურჯთა“ რიგებში გადასვლაზე დიდი გავლენა რომელუ ლუკაკუმ მოახდინა, რომელიც ყოფილ და აწ უკვე მომავალ თანაგუნდელს რამდენჯერმე ესაუბრა.

ალექსის სანჩესის სატრანსფერო უფლებები 2022 წლამდე „იუნაიტედს“ ეკუთვნის, თუმცა, დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულს ფეხბურთელი იურიდიულად სწორედ „ინტერს“ დაუკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები