Aa
Aa

პსჟ მანჯუკიჩით ინტერესდება

ედინსონ კავანისა დ კილიან მბაპეს ტრავმის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენი" კვალიფიციური შემტევის დამატებაზეა ორიენტირებული. Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით ფრანგებმა თვალი "იუვენტუსის" ცენტრფორვარდს, მარიო მანჯუკიჩს დაადგეს.

"პარკ დე-პრენსის" ბინადრები ტურინელებს უკვე დაუკავშირდნენ და შეთავაზება გაუკეთეს, რომელსაც ხორვატი ფეხბურთელი განიხილავს. მანჯუკიჩს არსად ეჩქარება და მზადაა მანამ მოიცადოს, სანამ "ბებერი ქალბატონი" სარფიან წინადადებას არ მიიღებს. თანაც მარიოსთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს ამ ზაფხულს მოხდება, თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას.

მანჯუკიჩი "ბიანკონერის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. "იუვენტუსის" მაისურით მას 162 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეები 44-ჯერ დაამწუხრა. აღსანიშნავია, რომ ხორვატი თავდამსხმელის აგენტმა ერთ-ერთ რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ გამორიცხული არაა "იუვემ" მისი კლიენტი "ბაიერნში" გაუშვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები