Aa
Aa

ევროპული პრესა: ხამესს "რეალში" დარჩენა მოუწევს!

წამყვანი ევროპული გამოცემები ხამეს როდრიგესის სატრანსფერო საგას დასრულებულად თვლის და მას „რეალში“ დარჩენას უწინასწარმეტყველებს. ამის მიზეზად მიერ შაბათს ლა ლიგის მატჩში მიღებული ტრავმა სახელდება.

მიუხედავად, არაერთი კლუბის ინტერესისა, ტრავმებისკენ მიდრეკილ კოლუმბიელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კიდევ მინიმუმ 1 სეზონის გატარება მოუწევს.

იგი „ვალიადოლიდთან“ შეხვედრისას ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და მოედანზე 57 წუთი გაატარა, თუმცა შემდეგ დაზიანების გამო მინდორი ნაადრევად დატოვა.

„რეალის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ 28 წლის ვარსკვლავს მარჯვენა ფეხის კუნთის პრობლემა აქვს, რომლის სარეაბილიტაციო ვადის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ხამესმა ბოლო 3 სეზონის განმავლობაში რიგით მე-16 ტრავმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები