Aa
Aa

მატიჩი უკმაყოფილოა! სერბი სულშერთან შეხვედრას ითხოვს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ნემანია მატიჩი კლუბში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა. სერბი ფეხბურთელი ოლე გუნარ სულშერთან შეხვედრას და სამომავლო გეგმების განხილვას ითხოვს.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა პრემიერ ლიგის სამივე შეხვედრაში მატიჩი სათადარიგო სკამზე დატოვა და უპირატესობას სკოტ მაკტომინეის ანიჭებს. Mirror-ის ცნობით მატიჩს სწორედ ამ საკითხზე სურს საუბარი.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით დიდი შანსია 31 წლის ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებაზე დაფიქრდეს. სულშერი პერსპექტიული მოთამაშეების განვითარებაზეა ორიენტირებული და მატიჩს ყურადღებას ფაქტობრივად არ აქცევს.

სერბი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ 2017 წლიდან ასპარეზობს. იგი ჟოზე მოურინიოს ფავორიტი გახლდათ, თუმცა ოლე გუნნარ სულშერის გუნდში მისვლის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები