Aa
Aa

"ბლაუგრანას" დელეგაცია პარიზშია! რას აპირებს "რეალი"?

ამ ზაფხულს საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ნეიმარისკენაა მიპყრობილი. ბრაზილიელი სუპერვარსკლავის სატრანსფერო საგას დასასრული არ უჩანს და „ნეის“ მომავალი კვლავ ბურუსითა მოცული.

რამდენიმე საათის წინ გავლენიანმა კატალონიურმა გამოცემამ, RAC1-მა განაცხადა, რომ „ბარსელონას“ წარმომადგენლები პარიზში გაემგზავრნენ და დღეს „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელებს შეხვდებიან. RAC 1-ის ცნობით „ბლაუგრანას“ ოსკარ გრაუ, აბიდალი, ხავიერ ბორდასი და ანდრე კური წარმოადგენენ.

„ბარსა“ ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ ნეიმარს გადაიბირებს, თუმცა Le Parisien იტყობინება, რომ „კამპ ნოუს“ ბინადრებს მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით პსჟ „ნეის“ სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს და ტრანსფერში უსმან დემბელესა და ნელსონ სემედუს ჩართვა სურს.

AS იუწყება, რომ პასიურ მდგომარეობაში არც მადრიდის „რეალი“ იმყოფება, თუმცა დასძენს, რომ „სამეფო კლუბი“ სერიოზულ დაბრკოლებას შეეჩეხა. ესპანური გამოცემის მიხედვით „პარი სენ-ჟერმენი“ ნეიმარს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ სანაცვლოდ ვინისიუსს მიიღებს.

„ბლანკოსს“ ბრაზილიელი ახალგაზრდას გასხვისება არ უნდა და ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. თანაც მადრიდელებს უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები