ტურის სენსაცია!
Aa
Aa

ტურის სენსაცია! "რეალმა" "ვალიადოლიდთან" ქულები დაკარგა

ლა ლიგის მე-2 ტური საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ვიგოში „სელტასთან“ 3:1-ის გამარჯვების შემდეგ „რეალმა“ მადრიდში „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:1 ითამაშა.

ზიზუს გუნდმა ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა. მადრიდელთა დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და შეიძლება ითქვას სტუმრების გამარჯვების მეტი შანსიც ჰქონდათ, თუმცა საშემსრულებლო ოსტატობა არ ჰყოფნიდათ.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ნახევარი საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა და ორივე გუნდის კარგთან ბევრი საგოლე მომენტიც შეიქმნა.

82-ე წუთზე კარიმ ბენზემამ დიდოსტატურად იმოქმედა და ულამაზესი გოლით „რეალი“ დააწინაურა.

ბევრი ფიქრობდა, რომ მადრიდელები საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ, თუმცა 88-ე წუთზე სერხი გუარდიოლამ „რეალის“ უკანა ხაზის შეცდომით ისარგებლა და ტიბო კურტუას ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა - 1:1.

ამრიგად „რეალმა“ პირველი ქულები დაკარგა და „ატლეტიკოს“ კარგი შანსი აქვს, რათა სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები