საოცარი სანახაობა -
Aa
Aa

საოცარი სანახაობა - "კიოლნის" 4500 ქომაგი სეზონის წინ ეკლესიაში ლოცვისთვის შეიკრიბა

პარასკევს ბუნდესლიგის მე-2 ტურში „კიოლნმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და სანახაობრივ, დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთებზე 1:3 დამარცხდა.

„თხებისთვის“ ეს პირველი საშინაო მატჩი გახლდათ. აღსანიშნავი გახლავთ ერთი ფაქტი, რომელიც შეხვედრამდე დაფიქსირდა.

„კიოლნის“ 4500 გულშემატკივარი ეკლესიაში შეიკრიბა და წარმატებული სეზონისთვის ილოცა.

ახიმ ბეირზოლცერის გუნდმა 70 წუთი კარგად ჩაატარა, თუმცა ამის შემდეგ „დორტმუნდი“ აფეთქდა და მიჯრით მეორე შეხვედრაც მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები