აბიდალი დემბელეს აგენტს უხეშად ესაუბრა - კლუბი ფეხბურთელით იმედგაცრუებულია!
Aa
Aa

აბიდალი დემბელეს აგენტს უხეშად ესაუბრა - კლუბი ფეხბურთელით იმედგაცრუებულია!

როიგორც ცნობილია უსმან დემბელე "ბარსელონას" სეზონის სტარტზე დააკლდება და ამის მიზეზი "ბილბაოსთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმა გახლავთ.

დემბელე მოედანზე გასვლას 5 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ფრანგს მარჯვენა კუნთის პრობლემა აქვს.

Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ფეხბურთელის ქმედებით აღშფოთებულია და მის აგენტს საკმაოდ მკაცრადაც ესაუბრა.

ამ ყველაფრის მიზეზი დემბელეს მორიგი სულელური და უპასუხისმგებლო ქმედებაა. "ბილბაოსთან" მატჩის შემდეგ ის ფიქრობდა, რომ უბრალოდ კუნთი სტკიოდა და მეტი არაფერი. ამიტომ  ფეხბურთელმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო და მედშტაბს ინფორმაცია დროულად და სრულად არ მიაწოდა.

მეორე დღეს დემბელე სამედიცინო შემოწმებაზე არ გამოცხადდა. ის უბრალოდ სახლში დარჩა და ეძინა. როგორც შემდეგში მისმა აგენტმა განაცხადა, უსმანი არ ფიქრობდა, რომ ტრავმა სერიოზული იყო.

რთული სათქმელია ეს დემბელეს მხრიდან მერამდენე არაპროფესიონალური ქმედებაა. კლუბი აღშფოთებულია და სპორტული დირექტორის მხრიდან მათ თავიანთი პოზიცია უკვე დააფიქსირეს.

დემბელეს მსგავსი რამ აქამდეც აქვს გაკეთებული და ეს მის სადებიუტო სეზონში მოხდა, როდესაც "ხეტაფესთან" შეხვედრამდე ვარჯიშისას კუნთის პრობლემა მედ შტაბს დაუმალა, რადგან მატჩის გამოტოვება არ უნდოდა, შემდეგ კი მას დაზიანება გაურთულდა და რამდენიმე თვეც გაუცდა.

მიმდინარე სეზონი უსმან დემბელესთვის გადამწყვეტი იქნება. თუ, ფრანგი თავის შესაძლებლობებს ვერც ამჯერად წარმოაჩენს, "ბარსა" მას 2020 წლის ზაფხულში ტრანსფერზე დააყენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები