ისტორიული გამარჯვება! მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეშია!
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება! მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეშია!

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კარიერაში პირველად ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბაედში გააღწია!

ბოლქვაძემ ისტორიული გამარჯვება ჩინელ შილინ სიუსთან დაპირისპირებაში მოიპოვა. მარიამმა 2 საათსა და 15 წუთში 6:4, 2:6, 6:4 იმარჯვა.

ამრიგად, ამერიკის ღია პირველობაზე ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად მარიამ ბოლქვაძეც იასპარეზებს.

ძირითად ბადეში გასამართი შეხვედრები სტარტს ორშაბათიდან აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები