რენატო სანჩესი
Aa
Aa

რენატო სანჩესი "ლილს" უახლოვდება

მიუნხენის „ბაიერნის“ პორტუგალიელ საყრდენს, რენატო სანჩესს მსურველი გამოუჩნდა. 22 წლის ნახევარმცველის გადაბირებაზე „ლილი“ ფიქრობს. გერმანული პრესის ინფორმაციით ფრანგული კლუბი საქმეს სერიოზულად უდგება და „რეკორდმაისტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ბაიერნი“ სანჩესის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს. „ლილი“ კი მხოლოდ 15 მილიონის გადახდას აპირებს. მიუხედავად ამისა, შეთანხმების მიღწევა ორივე მხარის ინტერესებში შედის.

Le10sport-ის ცნობით „ლილის“ წარმომადგენლებმა პორტუგალიელი ფეხბურთელის დაყოლიება უკვე მოახერხეს და წესითა და რიგით უარი არც „ბაიერნმა“ უნდა თქვას.

Bild-ის მიხედვით კი კლუბები კომპრომისს მალე მიაღწევენ და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ 22 წლის ნახევარმცველი რეგულარული სათამაშო დროის მიღებაზეა კონცენტრირებული და უკმაყოფილოა „ალიანს არენაზე“ სათადარიგო სკამზე ყოფნა რომ უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები