Aa
Aa

პსჟ-ს უარი "რეალის" მეგა-წინადადებას

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ მეგა-წინადადებითი მიმართა.

„სამეფო კლუბმა“  ნეიმარის სანაცვლოდ პსჟ-ს100 მილიონ ევროსთან ერთად გარეტ ბეილი, ხამეს როდრიგესი და კეილორ ნავასი შესთავაზა, თუმცა პარიზელებისგან უარი მიიღო.

„ლოს ბლანკოსის“ გარდა „პარკ დე-პრენსის“ ბინადრებმა „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ წინადადებებიც უარყვეს.

L’Equipe-ის მიხედვით „პარი სენ-ჟერმენის“ უარის შემდეგ, „ბებერმა ქალბატონმა“ პოლიტიკა შეცვალა და უკან დაეხია. შესაბამისად ამჟამად ნეიმარის გადასაბირებლად მხოლოდ „რეალი“ და „ბარსელონა“ იბრძვიან.

პსჟ-ს პოზიცია უცვლელია და კვლავ ბრაზილიელი ფეხბურთელის გასხვისებაზეა ორიენტირებული, თუმცა უკვე აშკარაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა „ნეის“ მხოლოდ სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში შეელევა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „რეალის“ გოლკიპერს, კეილორ ნავასს გუნდის დატოვება სურს და „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას ტრანსფერი მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები