Aa
Aa

როდრი: "სიტისთან ადაპტაცია ადვილი არაა"

“მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა, როდრიმ პრემიერ ლიგაში ბრწყინვალე სტარტი აიღო. ესპანელმა ფეხბურთელმა „ვესტ ჰემისა“ და „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ მშვენივრად იასპარეზა და „ქალაქელთა“ ქომაგების ქება დაიმსახურა.

„ნისლიან ალბიონზე“ როდრის წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. თავად ფეხბურთელი კი თვლის, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

„დღითიდღე თავს უკეთ ვგრძნობ“.

„კარგია სათამაშო დროს რომ ვიღებ, რადგან ადვილი ნამდვილად არაა სიტის სათამაშო სტილის მქონე გუნდთან ადაპტაცია. გუნდთან, რომელიც ყოველთვის შეტევაზეა კონცენტრირებული“.

„ვიცი უამრავი რამ მაქვს სასწავლი და ძალიან მიხარია, რომ პეპ გუარდიოლას ჩემი სჯერა. მინდა სიტის დავეხმარო მაგრამ პირველ რიგში უნდა გავაანალიზო გუნდს ჩემგან რა სჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ „ქალაქელებმა“ როდრი „ატლეტიკოდან“ გადაიბირეს და მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადეს. „სიტი“ ესპანელ ნახევარმცველს ფერნანდინიოს შემცვლელად მოიაზრებს და მასზე დიდი იმედებს ამყარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები