რობენის რჩეული გუარდიოლაა
Aa
Aa

რობენის რჩეული გუარდიოლაა

"ბაიერნის" ლეგენდარული ფეხბურთელი, არიენ რობენი თვლის, რომ იმ მწვრთნელთა შორის, ვისთანაც უმუშავია, გუარდიოლა საუკეთესოა

ჰოლანდიელ ფეხბურთელის უმაღლესი დონის სპეციალისტების მიერ დამოძღვრილ გუნდებში აქვს ნათამაშები. "ბაიერნში" გადასვლამდე იგი "ჩელსისა" და "რეალის" ღირსებას იცავდა.

კითხვაზე კი თუ ვინ არის ნომერ პირველი, რობენმა განაცხადა: "ეს ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო გუარდიოლაა. საფეხბურთო გადმოსახედიდან იგი უბრალოდ შეუდარებელია".

"როცა პეპი მოვიდა, 30 წლის ვიყავი. ამ ასაკში ცდილობ სტაბილურობა შეინარჩუნო და რეგრესი არ განიცადო, მაგრამ გუარდიოლას დახმარებით უკეთესი ფეხბურთელი გავხდი".

"ისეთ პოზიციებზე ვთამაშობდი, რომლებზეც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვითამაშებდი. პეპი საუკეთესო იყო".

რობენი კოუტინიოს გაფორმებასაც შეეხო და აღნიშნა: "კოუტინიო უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რომელიც ბაიერნს აუცილებლად დაეხმარება. მას დრო დასჭირდება, მაგრამ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მჯერა მიზანს მიაღწევს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები