Aa
Aa

"ლესტერის" კიდევ ერთი დიდებული ვარიანტი

საინტერესო ცნობას ავრცელებს ბრიტანული Daily Mirror, რომლის თქმითაც კლაუდიო რანიერის კიდევ ერთი ფავორიტი ჰყავს და მის შეძენას "მელიები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ეცდებიან.

საუბარია ამსტერდამის "აიაქსის" პოლონელ ფორვარდ არკადიუშ მილკზე. ეს ფეხბურთელი, მართლაც, ძალიან ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება და ბოლო დროს აშკარა პროგრესსაც განიცდის. 

დასრულებულ სეზონში მილიკმა ჰოლანდიის ჩემპიონატის 28 შეხვედრაში 21 გოლი შეაგდო.

22 წლის ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავს და ვნახოთ როგორ განვითარდება მისი სატრანსფერო საგა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები