ბუფონი: "თუ სპორტში სამართალია, ფინალი "ატლეტიკომ" უნდა მოიგოს"...
ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მოახლოებული "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი შეაფასა:
"სპორტში თუ რაიმე სამართალი არსებობს, ფინალი "ატლეტიკომ" უნდა მოიგოს. 2 წლის წინ მათ თასი 93-ე წუთზე გაშვებული გოლით, ფატალურად დათმეს"
"თუმცა ისიც ყველას კარგად მოეხსენება, რომ "რეალი" ძალიან გამოცდილი კლუბია და ასეთ შეხვედრებში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს"... - განაცხადა "ჯიჯიმ", რომელსაც ეს ტურნირი არასდროს მოუგია. იგი "იუვენტუსთან" ერთად 2003 და 2015 წლებში ფინალში დამარცხდა.