კოუტინიოს იჯარა და ნეიმარი
Aa
Aa

კოუტინიოს იჯარა და ნეიმარი

კატალონიის "ბარსელონამ" და "ბაიერნმა" დაადასტურეს, რომ კოუტინიო ერთწლიანი იჯარით "რეკორდმაისტერის" რიგებში იასპარეზებს. "ბლაუგრანას" გადაწყვეტილებამ საფეხბურთო სამყარო გააოცა. უცხოური გამოცემები თვლიდნენ, რომ "კამპ ნოუს" ბინადრები "კოუს" ნეიმარის ტრანსფერში ჩართავდნენ და ასეთ განვითარებას ბევრი ნამდვილად არ ელოდა.

ახლა საკითხავია, რა გავლენას იქონიებს ბრაზილიელი ფეხბურთელის წასვლა "ბარსას" სამომავლო გეგმებზე და "ნეის" ტრანსფერზე.

L'Équipe ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო სტატიას აქვეყნებს და აცხადებს, რომ კოუტინიოს გაშვება ნეიმარის გადაბირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პსჟ ბრაზილიელი სუპერვარსკლავის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს. ფრანგებს "ბარსელონას" ორი ფეხბურთელი და მინიმუმ 100 მილიონი ევრო სურთ. კატალონიელებს კი ამხელა თანხის გადახდის რესურსი არ აქვთ. L'Équipe-ს მიხედვით "ბლაუგრანას" მხოლოდ 50-60 მილიონის დაფარვა შეუძლია. შესაბამისად "პატარა ჯადოქრის" გაშვებით "კამპ ნოუს" ბინადრებმა ნეიმარის გაფორმების შანსები შეიმცირეს.

"ბარსას" საუკეთესო ვარიანტი კოუტინიოს უსმან დემბელეთი ჩანაცვლებაა. ამ უკანასკნელის საკუთარ რიგებში ხილვა "პარი სენ-ჟერმენსაც" სურს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდა შემტევს "პარკ დე-პრენსზე" გადაბარგება არ ხიბლავს.

მეორე მხრივ კატალონიურ გამოცემა Sport იტყობინება, რომ ნეიმარის გადაბირებისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ჩაერთვება. "ბარსას" პირველი პირი იჩქარებს და ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება, მაგრამ რა გამოუვა არავინ იცის... კატალონიური გამოცემა დასძენს, რომ კოუტინიოს გაშვებით "ბლაუგრანამ" ნეიმარის ხელფასისთვის საჭირო რესურსი გამოათავისუფლა, მაგრამ საკითხავია პსჟ-ს დაყოლიებას როგორ მოახერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები