Aa
Aa

"ინტერი", "რომა" და "ნაპოლი" "იუვეს" წინააღმდეგ გაერთიანდნენ

Corriere dello Sport იუწყება, რომ „ინტერი“, „რომა“ და „ნაპოლი“ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გაერთიანდნენ. როგორც ირკვევა აღნიშნული ტრიო ყველაფერს გააკეთებს, რათა „ბებერმა ქალბატონმა“ მაურო იკარდი ვერ გაიფორმოს.

იტალიური გაზეთი აცხადებს, რომ „ინტერი“ „რომა“ და „ნაპოლი“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა არგენტინელი თავდამსხმელი „პარტენოპეის“ შეუერთდება, არკადიუშ მილიკი „ჯალოროსის“ ღირსებას დაიცავს, ხოლო „ნერაძური“ ედინ ჯეკოს გაიფორმებს.

Corriere dello Sport დასძენს, რომ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მაურო იკარდი პირველ ნაბიჯს გადადგამს და კარიერის „ნაპოლიში“ გაგრძელების სურვილს გამოთქვამს.

აღსანიშნავია, რომ „ინტერი“ გეგმავს კონტრაქტში ჩადოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც იკარდის მომავალ კლუბს, მისი „იუვენტუსში“ გასხვისების უფლება არ ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები