Aa
Aa

"მანჩესტერის" კიდევ ერთი ანტირეკორდი

გუშინ, ინგლისის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის გადადებულ შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ბორნმუთი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3-1 დაამარცხა. ეს გამარჯვება "მანკუნიანელთათვის" მიმდინარე სეზონში მე-19 გამოდგა, რითიც კლუბმა 2013/14 წლებში დამყარებული საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ "მანჩესტერმა" "პრემიერლიგის" გათამაშება მე-7 ადგილზე დაასრულა. ამჯერად კი, მე-5 პოზიცია დაიკავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვან გაალის გუნდმა მხოლოდ და მხოლოდ 49 ბურთის გატანა შეძლო. ისტორიის მანძილზე კი, "მანჩესტერს" სეზონის განმავლობაში 50 გოლზე ნაკლები მხოლოდ 4-ჯერ ქონდა გატანილი(1973, 1974, 1989 და 1990 წლების სეზონში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები