რატომ თქვა
Aa
Aa

რატომ თქვა "მანჩესტერმა" ბრუნო ფერნანდეშზე უარი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას „მანჩესტერ იუნაიტედს“ რამდენიმე ფეხბურთელს უკავშირებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ბრუნო ფერნანდეში გახლდათ. „წითელი ეშმაკები“ პორტუგალიელი ნახევარმცველის გადასაბირებლად დიდხანს იბრძოდნენ, თუმცა ბოლო მომენტში უკან დაიხიეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა ჩათვალეს, რომ ბრუნო ფერნანდეში ოლე გუნარ სულშერის სათამაშო სტილს ვერ მოერგებოდა. „სპორტინგის“ ლიდერი ბურთს ხშირად კარგავს და „იუნაიტედმა“ მის შეძენაზე უარი სწორედ ამიტომ თქვა.

ნორვეგიელ სპეციალისტს სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს უფრთხილდებიან და თუ აუცილებელი არაა სარისკო გადაწყვეტილებებს არ იღებენ. „წითელი ეშმაკების“ სკაუტების მიხედვით კი ფერნანდეში ასეთ მოთამაშეთა კატეგორიაში არ შედის.

გასულ სეზონში პორტუგალიელის მიერ შესრულებული გადაცემების 75.1 პროცენტი გახლდათ ზუსტი. მაშინ, როცა პოგბამ 82.8 პროცენტი დააფიქსირა. კევინ დე ბრუინი, რომელიც თითქმის იგივე ფუნქციებს ითავსებს, რასაც ფერნანდეში დიდი ხანია 82 პროცენტზე მაღალი შედეგით გამოირჩევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები