Aa
Aa

ბენ იედერი "მონაკოს" შეუერთდა

ფრანგი ვისამ ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა. ‘‘მონაკომ’’ 29 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ ‘‘სევილიას’’ 40 მილიონი ევრო გადაუხადა. ფორვარდმა, რომელმაც გასული სამი სეზონი ლა ლიგაში გაატარა, ფრანგულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2016 წელს ‘‘ტულუზადან’’ ‘‘სევილიაში’’ გადასულმა ფეხბურთელმა ‘‘სევილიას’’ მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 138 მატჩში 70 გოლი შეაგდო.

მოთამაშემ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები