Aa
Aa

ლამპარდის რჩეული ტრიო

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა. „სუპერ ფრენკმა“ საფეხბურთო დღეები გაიხსენა და თავისი რჩეულები დაასახელა.

კითხვაზე ვინ არის მისი აზრით ყველაზე კარგი ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც უთამაშია, „ლურჯების“ თავკაცმა განაცხადა: „შეიძლება სამი მოთამაშე დავასახელო“?

„პირველი ლეო მესია, რადგან ის შეუდარებელი ფეხბურთელია. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვთამაშობდი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს დონეზე არ იყო და ჩვენზე მაღლა იდგა“.

„ორი ფეხბურთელი, რომელთა წინააღმდეგაც ყველაზე მეტად მიჭირდა ჩავი და ინიესტა არიან. ისინი ფეხბურთს შენს გარშემო თამაშობენდნენ და მიახლოების საშუალებას არ გაძლევდნენ“.

„ასეთი სტილი ჩემთვის უცხო იყო და მანამდე მსგავსი რამ არასდროს მქონდა ნანახი“.

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში ინგლისელ სპეციალისტი აცხადებს, რომ მესი, ინიესტა ჩავის „ბარსელონას“ მიმართ სიმპათიები ჰქონდა და იმედოვნებს მისი გუნდი „ბლაუგრანას“ მაგალითს გაჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები