"ინტერი" რაკიტიჩის ტრანსფერს მიუბრუნდა
„ინტერმა“ ივან რაკიტიჩის მიმართ ინტერესი განაახლა. ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ „ნერაძური“ არტურო ვიდალის იჯარაზე ფიქრობდა, მაგრამ Sport აცხადებს, რომ მილანელების მთავარი სამიზნე კვლავ ხორვატი ფეხბურთელია.
„ინტერის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და მიაჩნია, რომ რაკიტიჩი იდეალური ვარიანტია.
აღსანიშნავია, რომ ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ, „ბლაუგრანა“ 31 წლის ჰავბეკის გასხვისების წინააღმდეგი არ გახლავთ და კატალონიური გამოცემის თქმით „ბარსელონას“ მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღება სურს.
რაკიტიჩი „ბლაუგრანას“ ღირსებას 2014-15 წლებიდან იცავს. „ბარსას“ მაისურით მას 268 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდის ქომაგების დამწუხრება 34-ჯერ მოახერხა.