ზიდანის პირველი სამწვრთნელო რეკორდი
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა გუნდის მწვრთნელის რანგში მოღვაწეობა წარმატებით დაიწყო და სტატისტიკოსების ცნობით, უკვე რეკორდიც დაამაყარა.
საქმე ისაა, რომ "ზიზუს" ხელმძღვანელობით " სამეფო კლუბმა" პრიმერას 20 მატჩიდან 17 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა ("მალაგა" და "ბეტისი" - ორივე სტუმრად) და მხოლოდ 1 დათმო (საკუთარ არენაზე "ატლეტიკოსთან").
შესაბამისად, მისმა გუნდმა ჩემპიონატში შესაძლო 60-დან 53 ქულა აიღო, მეტოქეებს 63 ბურთი გაუტანა, მაშინ როცა კეილორ ნავასის კარი 16-ჯერ დაილაშქრა.
ასეთი სტარტი კი, ჩემპიონატის ეგიდით არასდროს "რეალის" არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ ზიდანს მადრიდულ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.