გიგზის იდეა - როგორ უნდა მოარჯულოს
Aa
Aa

გიგზის იდეა - როგორ უნდა მოარჯულოს "იუნაიტედმა" პოლ პოგბა

პოლ პოგბას მანჩესტერული მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული. ფრანგი ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" ღირსებას სამი წელია იცავს, თუმცა ქომაგების პატივისცემისა და ნდობის მოპოვებას დღემდე ვერ ახერხებს.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრების ლეგენდამ, რაიან გიგზმა The Sun-თან საუბრისას "იუნაიტედს" ის გზა შესთავაზა, რომლის დახმარებითაც ფრანგი სუპერვარსკლავის დამოკიდებულების შეცვლა მოხერხდებოდა. უელსელის თქმით მან და მისმა თანაგუნდელებმა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებითაც იგივე მეთოდს მიმართეს.

"ვარჯიშისას ფეხში ჩაარტყან. არ ვამბობ, რომ ყველს უნდა ჩაარტყა, მაგრამ რონალდუ უკეთეს ფეხბურთელად სწორედ ასე ჩამოყალიბდა. თუ პორტუგალიელი ბურთს საკმარისზე მეტ ხანს დაიტოვებდა, პოლ სქოულზი მას ფეხში ურტყამდა".

"ასეთ დროს უეცრად აანალიზებ, რომ დრიბლინგს ვეღარ გააგრძელებ, რადგან ფეხში მოგხვდება".

"მანჩესტერის ქომაგები პოგბასთან დაკავშირებით გაყოფილები არიან. ნაწილი თვლის, რომ კლუბმა ფრანგი უნდა გაუშვას, ნაწილი კი სხვა აზრზეა. მე ვთვლი,რომ თუ პოგბა წავა, ნახევარდაცვის ხაზში დიდი სიცარიელე გაჩნდება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები