Aa
Aa

"ნაპოლის" პრეზიდენტი: "მაგუაიერის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს გადავიხდიდი"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ბრიტანული კლუბების სატრანსფერო პოლიტიკისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულის, ჰარი მაგუაიერის შესახებ ისაუბრა.

„პარტენოპეის“ პირველმა პირმა საინტერესო განცხადება გააკეთა და ESPN-თან საუბრისას აღნიშნა: „ინგლისური კლუბები ფეხბურთელების სანაცვლოდ ამხელა თანხებს იმიტომ იხდიან, რომ უზარმაზარი მოგება აქვთ. უფრო მეტი ვიდრე ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ გუნდებს“.

„თუ კლუბის მოგებამ 800 მილიონი ფუნტი შეადგინა, მისთვის ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80-90 მილიონი ფუნტის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს. ამ მხრივ ინგლისურ გუნდებსა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის სამართლიანი კონკურენცია ნამდვილად არაა“.

„კულიბალის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო გახლავთ. ინგლისში შეუძლიათ ფეხბურთელზე, რომლის სანაცვლოდაც მე 25-30 მილიონ ევროს გადავიხდიდი, 93 მილიონი ევრო დახარჯონ. ასე რომ თუ მაგუაიერი 93 მილიონი ევრო ღირს, კულიბალის სანაცვლოდ 250 მილიონი უნდა მივიღოთ ხომ“?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები