Aa
Aa

"ნისლიან ალბიონზე" კოუტინიოს გადასვლა გამოირიცხა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა, ESPN FC იტყობინება, რომ ფილიპე კოუტინიო პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება. „ბარსელონას“ იმედი ჰქონდა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს „ტოტენჰემში“ გაანათხოვრებდა, მაგრამ ლონდონურ კლუბთან გამართული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

„ბლაუგრანასთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ESPN იუწყება, რომ პრობლემები მაშინ გაჩნდა, როცა „დეზების“ პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ შეთანხმების დეტალები შეცვალა.

„ბარსას“ წარმომადგენლებმა კოუტინიოს იჯარა რამდენიმე ბრიტანულ კლუბს შესთავაზეს. „ლივერპულს“ „კოუს“ გაფორმებისთვის საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდა. „არსენალი“ დაინტერესებული არასდროს ყოფილა. არადა ესპანეთში რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა. „მანჩესტერი“ ბრაზილიელის იჯარაზე ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს უარი განაცხადა. „ჩელსის“ ტრანსფერების განხორციელება აკრძალული აქვს, ხოლო „ტოტენჰემთან“ არაფერი გამოვიდა.

„ნისლიან ალბიონზე“ განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, „ბლაუგრანა“ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კოუტინიოს გასხვისებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები