Aa
Aa

'სამეფო კლუბი" ხავსს ეჭიდება და პოგბას გადაბირების იმედი აქვს

მადრიდის „რეალის“ მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ თუ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კრისტიან ერიქსენი გადაიბირა, პოლ პოგბას გასხვისებას დათანხმდებიან. Marca-ს ინფორმაციით „სამეფო კლუბში“ მიაჩნიათ, რომ ერიქსენის „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლა მათ წისქვილზე დაასხამს წყალს და „იუნაიტედი“ პოლიტიკას შეცვლის.

AS-ის მიხედვით პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ დანიელი ფეხბურთელი კარიერას „მანჩესტერში“ გააგრძელებს. ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ ერიკსენი „წითელ ეშმაკებთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რაც „ბლანკოსს“ ხელ-ფეხს გაუხსნის.

„რეალი“ პოგბას გადასაბირებლად დიდი ხანია იბრძვის. ფრანგი ნახევარმცველის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ხილვა ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანს სურს და როგორც ჩანს მადრიდელებმა საკმაოდ კარგი შანსი მიიღეს.

გასათვალისწინებელია, რომ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება და „ბლანკოსს“ „იუნაიტედის“ დასაყოლიებლად საკმაოდ დიდი დრო დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები