Aa
Aa

გუარდიოლა ისკოსა და აკეს უმიზნებს?

„მანჩესტერ სიტის“ თავკაცი პეპ გუარდიოლა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. The Sun-ის ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტი ორ ფეხბურთელს უმიზნებს.

ბრიტანული გამოცემა აცხადებს, რომ „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელი „რეალის“ ნახევარმცველის, ისკოს და „ბორნმუთის“ უკანახაზელის, ნათან აკეს გადაბირებითაა დაინტერესებული.

„სიტიმ“ ამ ზაფხულს „ატლეტიკოს“ ჰავბექი, როდრი უკვე დაიბევა, თუმცა როგორც ჩანს კიდევ ერთი კვალიფიციური ნახევარმცველის შეძენა სურს. ედენ აზარის გაფორმების შემდეგ, „რეალი“ თანახმა ისკო გაასხვისოს, მაგრამ „ქალაქალები“ არ ჩქარობენ.

The Sun-ის ცნობით ისკოზე მნიშვნელოვანი გუარდიოლასთვის ნათან აკეს ტრანსფერია. „სიტის“ დაცვის ხაზში გარკვეული პრობლემების აქვს და მანჩესტერული გუნდის თავკაცი თვლის, რომ ჰოლანდიელი უკანახაზელის შეძენა გუნდს ნამდვილად წაადგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები