Aa
Aa

დე იონგი: "ბარსელონას უკეთ თამაში შეუძლია"

კატალონიის „ბარსელონამ“ გამპერის თასზე „არსენალს“ 2-1 სძლია. „ბლაუგრანა“ 36-ე წუთიდან აგებდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და საბოლოოდ სუარესის მიერ 90-ე წუთზე გატანილი ლამაზი გოლის წყალობით იმარჯვა.

„მეთოფეებთან“ ჯახის საუკეთესო მოთამაშე, „ბარსას“ ახალწვეული, ფრენკი დე იონგი გახდა, თუმცა ჰოლანდიელის თქმით მას ეს ჯილდო არ ეკუთვნოდა.  

მატჩის შემდეგ 22 წლის ნახევარმცველმა ესპანურ გამოცემებს ინტერვიუ მისცა და „არსენალთან“ მატჩი შეაფასა: „ორი აზრი არაა, რომ ბარსელონას უკეთ თამაში შეუძლია. დღეს ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად ვერ გამოვავლინეთ, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, რადგან სეზონი ჯერ კიდევ არ დაწყებულა და ბევრი ნიუანსი გვაქვს გამოსასწორებელი“.

„დარწმუნებული ვარ ბარსელონას გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენების შესაძლებლობა აქვს. დღეს პრესინგთან დაკავშირებითაც გვქონდა პრობლემები, თუმცა მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში პროგრესს მივაღწევთ“.

„სიმართლე გითხრათ არ მეგონა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თუ დამასახელებდნენ. მიმაჩნია, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა ჩემზე გაცილებით უკეთ იასპარეზეს, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ჯილდოს იღებ“.

დე იონგმა „აიაქსისა“ და „ბარსელონას“ საფეხბურთო ფილოსოფიის შესახებაც გააკეთა კომენტარი: „ორივე კლუბი ბურთის კონტროლზეა ორიენტირებული, თუმცა ყველა სხვა ასპექტში მათი სათამაშო სტილის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები