Daily Mail -
Aa
Aa

Daily Mail - "მანჩესტერი" მანჯუკიჩს შეუთანხმდა

"მანჩესტერ იუნაიტედს" ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. "წითელმა ეშმაკებმა" ხორვატ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც მანჯუკიჩი "ოლდ ტრაფორდზე" 2022 წლამდე დარჩება და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 6.2 მილიონ ფუნტს მიიღებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

"იუნაიტედის" თავკაცი, ოლე გუნარ სულშერი თვლის, რომ მანჯუკიჩი რომელუ ლუკაკუს იდეალურად შეცვლის. როგორც მოგეხსენებათ "მანჩესტერი" და "იუვენტუსი" ლუკაკუსა და დიბალას გაცვლაზე არიან შეთანხმებული, თუმცა თუ არგენტინელმა "ოცნებათა თეატრზე" გადასვლაზე უარი განაცხადა, "ბიანკონერი" ბელგიელი ცენტრფორვარდის შეძენას შეეცდება.

"ბებერი ქალბატონი" მანჯუკიჩის სანაცვლოდ მიღებულ თანხას, რომელიც დაახლოებით 15 მილიონი ფუნტი იქნება, ლუკაკუს ტრანსფერში ჩადებს. ან შესაძლოა ხორვატი ფეხბურთული ლუკაკუში გაცვალოს და თანხა თავად დაუმატოს.

Daily Mail-ის ინფორმაციით მანჯუკიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება. გასარკვევი ისაა "იუვე" თანხას მოითხოვს, თუ მარიოს ლუკაკუს ტრანსფერში ჩართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები