Aa
Aa

"ბარსელონა" მზადაა კოუტინიო იჯარის წესით გაუშვას

ფილიპე კოუტინიოს კატალონიური მომავალი ბურუსითაა მოცული. "ბარსელონას" ამ ზაფხულს ბრაზილიელი ფეხბურთელის გასხვისება სურდა, თუმცა კოუტინიოს მსურველი არ გამოუჩნდა.

"ბლაუგრანას" მესვეურებს პოზიცია არ შეუცვლიათ და "კატალონიური რადიოს" ინფორმაციით გამოსავალსაც მიაგნეს. "ბარსა" მზადაა კოუტინიო იჯარის წესით გაუშვას. "კამპ ნოუს" ბინადრებს 27 წლის შემტევის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს მიღება სურთ.

Sport იუწყება, რომ კოუტინიოს გაფორმებაზე "არსენალი" ფიქრობს. "მეთოფეებს" "ბლაუგრანასთან" კარგი ურთიერთობა აქვთ და გამორიცხული არაა ესპანელების დაყოლიება მოახერხონ. თანაც კვირას გამპერის თასზე ერთამენთს დაუპირისპირდებიან და შესაძლოა ლონდონელთა ხელმძღვანელობამ "ბარსას" წარმომადგენლებთან ბრაზილიელის იჯარა განიხილონ.

კოუტინიოს განათხოვრება "ბარსელონას" ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით წაადგება და 27 წლის ფეხბურთელი შემტევი რეგულარულ სათამაშო დროსაც მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები