Aa
Aa

კლოპი: "სიტისთან უკეთ უნდა ვითამაშოთ"

4 აგვისტოს „უემბლიზე“ „ლივერპული“ და „სიტი“ „ქომუნითი შილდის“ გამარჯვებულის ვინაობას გაარკვევენ. იურგენ კლოპის გუნდი „ქალაქელებთან“ გასამართ მატჩს პოზიტიურად ხვდება. „მერსისაიდელებმა“ ბოლო წინასასეზონო შეხვედრაში „ლიონი“ 3-1 დაამარცხეს, თუმცა გერმანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ „სიტისთან“ წარმატების მისაღწევად უკეთესი თამაშია საჭირო.

„საერთო ჯამში თავი კარგად წარმოვაჩინეთ. ახლა სიტისთან მატჩისთვის მოსამზადებლად სამი დღე გვაქვს და ვნახოთ რა გამოგვივა. რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ქალაქელებთან წარმატების მიღწევის შანსი რომ გაგვიჩნდეს, უკეთ უნდა ვითამაშოთ.

სიტისთან მატჩი ყველა სხვა შეხვედრისგან განსხვავდება. იმისთვის, რომ სიტისთან დაპირისპირებისთვის მოემზადო, საჭიროა წინასასეზონო მატჩში სიტის გაეჯიბრო, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია.

მიუხედავად ამისა დღეს ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, როგორც ფიზიკური კონდიციების მხრივ, ასევე ფსიქოლოგიური გადმოსახედიდან. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და წაგებას ვერასდროს შევეგუებით. ძალიან მიხარია ლიონთან გამარჯვება, რომ მოვიპოვეთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები