Aa Aa
31 ივლისი 2019  |  15:17

"ნაპოლი" ლოსანოსთან მოლაპარაკებებს განაახლებს

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ირვინ ლოსანოს პსვ-დან წასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. იტალიური პრესის ვარაუდით, „ნაპოლი“ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპს დაიწყებს და მას „სან პაოლოზე“ თამაშს კიდევ ერთხელ შესთავაზებს.

მხარეებს შორის განახლებული კონტაქტი უახლოეს დღეებში შედგება, ლოსანო ეინდჰოვენიდან აბარგებას აქამდეც განიხილავდა, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ კი ეს ყველაფერი კიდევ უფრო რეალური გახადა.

„ნაპოლიმ“ ნიკოლას პეპესა და ხამეს როდრიგესის ტრანსფერებზე კრახი განიცადა, ამიერიდან კი მათი უპირველესი სამიზნე სწორედ ლოსანო იქნება. მექსიკელი შემტევის ტრანსფერი დაახლოებით 40 მილიონ ევროდ ფასდება ამ თანხის გადახდა კი „პარტენოპეისთვის“ დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.

ირვინ ლოსანოს პსვ-სთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, იგი ჰოლანდიურ გრანდში 2017 წელს მშობლიური „პაჩუკადან“ გადავიდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები