Aa
Aa

როხოს ევროპიდან რამდენიმე წინადადება აქვს

მარკოს როხო „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას განიხილავს. არგენტინელი უკანახაზელი თვლის, რომ მომდევნო სეზონში სათამაშო დროს ვეღარ მიიღებს და „ოცნებათა თეატრიდან“ წასვლა ზუსტად ამიტომ სურს.

„წითელი ეშმაკების“ დაცვის ხაზში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. თანაც „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები მაგუაიერის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არიან, რაც როხოს შანსებს ერთიორად ამცირებს. არადა არგენტინელმა ფეხბურთელმა წინასასეზონო მატჩებში მშვენივრად იასპარეზა.

ESPN FC-ის ინფორმაციით, 29 წლის მცველის საკუთარ რიგებში ხილვა იტალიურ, ფრანგ და ესპანურ კლუბებს სურთ.

როხომ „ოლდ ტრაფორდზე“ გატარებულ საწყის სამ სეზონში 95 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2017-18 წლების სეზონში კი „წითელი ეშმაკების“ მაისური პრემიერ ლიგის მხოლოდ 14 მატჩში მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები