ყაზაიშვილი MLS-ის სიმბოლურ გუნდში მეოთხედ მოხვდა
MLS-ის 2019 წლის სეზონის 21-ე კვირის სიმბოლურ გუნდში ვაკო ყაზაიშვილი მოხვდა, რომელმაც ''კოლორადო რაპიდსთან'' შეხვედრაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ვაკო ყაზაიშვილი მიმდინარე სეზონში სიმბოლურ გუნდში მეოთხედ მოხვდა.
მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილმა MLS-ის 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან MLS-ის ბოლო 7 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო. ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში ვაკოს ანგარიშზე 9 გოლია და 3 საგოლე პასია.
.@MLS TEAM OF THE WEEK.
— San Jose Earthquakes (@SJEarthquakes) July 29, 2019
Congrats to @Vakoqazaishvili and @nick__lima on being honored for Week 21!#VamosSJ pic.twitter.com/hwgNZncaEG