კურტუა დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებს
Aa
Aa

კურტუა დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებს

ტიბო კურტუა მადრიდის "რეალს" დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ბელგიელ მეკარეს დაშავებულ ტერფზე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც მესიკოსებმა აღნიშნული ვარაუდი გამოთქვეს.

კურტუა "სამეფო კლუბთან" ერთად Audi Cup-ზე ვერ გაემგზავრა, იგი მადრიდში დარჩება და რეაბილიტაციის პერიოდს სწორედ იქ გაივლის.

როგორც ვარაუდობენ, 27 წლის გოლკიპერი საწვრთნელ პროცესს 3-4 კვირაში დაუბრუნდება, შესაბამისად, არაა გამორიცხული, ლა ლიგის სასტარტო ტურებს მზადყოფნაში შეხვდეს.

ამ ეტაპზე ზინედინ ზიდანის განკარგულებაში 3 მეკარე - კეილორ ნავასი, ანდრეი ლუნინი და დიეგო ალტუბე რჩებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები