მატუიდი
Aa
Aa

მატუიდი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას განიხილავს

„იუვენტუსის“ ფრანგი ფეხბურთელ ბლეზ მატუიდის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა ხიბლავს. ამ ინფორმაციას Corriere Di Torino ავრცელებს.

„ბიანკონერიმ“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას რამდენიმე ნახევარმცველი გაიფორმა და მატუიდის ეს ფაქტი ძალიან აფიქრებს. ფრანგს რეგულარული სათამაშო დროის მიღება სურს და თვლის, რომ „იუვეში“ მიზნის მიღწევა გაუჭირდება.

მატუიდი „პსჟ“-ში დაბრუნებასაც განიხილავს, მაგრამ უპირატესობას პრემიერ ლიგაში თამაშს ანიჭებს.

ბრიტანული პრესის მიხედვით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები მატუიდის ტრანსფერზე პოლ პოგბას გაშვების შემთხვევაში დაფიქრდებიან, თუმცა „წითელმა ეშმაკებმა“ „იუვენტუსის“ დაყოლიება მოკლე დროში უნდა მოასწრონ, რადგან 9 აგვისტოს პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა იხურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები