L'Equipe: "პსჟ" ზაფხულში სატრანსფერო რევოლუციას გეგმავს!
ფრანგულ L'Equipe-ზე დაყრდნობით, მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ესპანური MARCA.
თურმე პარიზელთა ყატარელი პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ზაფხულში "ბარსელონას" ვარსკვლავ ნეიმარისა და "რეალის" სუპერსტარ კრიშტიანუ რონალდუს გადასაბირებლად, ჯამში 300 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
როგორც L'Equipe ამბობს, 42 წლის ალ-ხელაიფის ნეიმარის ტრანსფერისთვის 200 მილიონამდე აქვს დარეზერვებული, პორტუგალიელისთვის კი მხოლოდ 100 მილიონი ემეტება.
ამის ახსნა კი ისაა, რომ რონალდუ უკვე ასაკშია, 31 წლისაა, აი ნეიმარის კაშკაშა კარიერა კი, შეიძლება ითქვას, სულ ახალი დაწყებულია...