Aa
Aa

ვან დიიკი: "საუკეთესოობაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს"

„ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი, ვირჯილ ვან დიიკი, პრესას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის თემაზე ესაუბრა. მისი თქმით, ამ ჯილდოს მოგება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა ეს მთავარი არაა.

„თუკი ხალხი შენზე, როგორც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტზე ლაპარაკობს, არ შეგიძლია თქვა, რომ ეს არაფერს ნიშნავს. მეორე მხრივ, ახლა არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია, ისღა დამრჩენია, მოვლენათა განვითარებას დაველოდო.

მსგავსი ჯილდოს მოგება რაღაც განსაკუთრებულია და ამაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს. ეს ფანტასტიკური იქნებოდა და ჩემთვის საამაყო. თუმცა მთავარი გუნდზე ფოკუსირება და დასახული მიზნების ერთობლივად მიღწევაა“.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა 10-კაციანი სია ივლისის ბოლოს გამოქვეყნდება, საბოლოოდ კი 3 კანდიდატი შეირჩევა, რომელთაგანაც საუკეთესო 23 სექტემბერს, მილანში გამოვლინდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები