Aa
Aa

ბოატენგი "აინტრახტში" დაბრუნდება?

ბილდის ცნობით, 32 წლის კევინ პრინც ბოატენგი მოლაპარაკებას ფრანკფურტის აინტრახტთან აწარმოებს. ფრანკფურტელთა სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი განელი ფორვარდის გარდა მადრიდის რეალიდან ხესუს ვალეხოს იჯარით აყვანას გეგმავს.

2017-18 წლების სეზონში ბოატენგმა აინტრახტთან ერთად გერმანიის თასი მოიგო. ბოატენგი იტალიური სასუოლოს საკუთრებაა, გასული სეზონის მეორე ნახევარი განათხოვრებით კატალოონიის ბარსელონაში გაატარა.

ბოატენგის მსგავსად გერმანულ კლუბში ხესუს ვალეხოსაც უთამაშია, ამპლუით ცენტრალურმა მცველმა 2016-17 წლების სეზონში ბუნდესლიგის 25 შეხვედრაში 1 გოლი ლაიფციგს გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები