Aa
Aa

Sportitalia: იკარდი მოლაპარაკებებს "ნაპოლისთან" მართავს

Sportitalia-ს ინფორმაციით, მაურო იკარდი და მისი აგენტი მოლაპარაკებებს „ნაპოლის“ წარმომადგენლებთან მართავენ. აღნიშნული ცნობა გამოცემის გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა, ალფრედო პედულამ, გაავრცელა.

როგორც ცნობილია, იკარდის უპირველესი არჩევანი „იუვენტუსში“ გადასვლაა, თუმცა ტურინელები „ინტერთან“ სატრანსფერო მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობენ და არგენტინელი თავდამსხმელიც ახალ ვარიანტს ეძებს.

თუკი იკარდისთან შეთანხმება შედგა, „ნაპოლის“ „ინტერისთვის“ დაახლოებით 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თავად ფეხბურთელი კი მინიმუმ წლიურ 10 მილიონ ევროს ითხოვს.

ნეაპოლელებს ხამეს როდრიგესისა და ნაბილ ფეკირის „სტადიო სან პაოლოზე“ გადაყვანა არ გამოუვიდათ, იკარდი კი მათი მორიგი საცდელი ობიექტია.

„პარტენოპეიმ“ ამასობაში ერთი ტრანსფერი გააოფიციალურა და „ფენერბაჰჩედან“ 19 წლის ტალანტი ელიფ ელმასი 15 მილიონ ევროდ გადაიბირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები