გაუგონარი უხეშობა! -
Aa
Aa

გაუგონარი უხეშობა! - "სევილიას" ფეხბურთელმა "ლივერპულის" 18 წლის მოთამაშეს ლამის ფეხი მოატეხა

"სევილიასა" და "ლივერპულის" ამხანაგური მატჩის ბოლო წუთებზე უსიამოვნო და ყოვლად გაუგონარი ფაქტი მოხდა. სევილიელთა ფრანგმა მცველ-ნახევარმცველმა, იორის ნანონმა, "ლივერპულის" 18 წლის ფეხბურთელ იასერ ლარუჩის ლამის ფეხი მოატეხა.

შეხვედრის 76-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ლარუჩი გარღვევაზე გადიოდა, ამ დროს კი მას ნანონმა გამეტებით და ძალიან ძლიერად ჩაარტყა, რამაც ფრანგის გაძევება და მის მიმართ ლივერპულელთა გულისწყრომა გამოიწვია.

ლარუჩის ტრავმის შესახებ "ლივერპულმა" სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტრავმა ისეთი სერიოზული არაა, როგორც ელოდნენ, თუმცა მკურნალობის პერიოდი დაკონკრეტებული არაა.

10 კაცით დარჩენის მიუხედავად, თამაში მაინც "სევილიამ" მოიგო. 90-ე წუთზე მერსისაიდელთა კარი ალეხანდრო პოსომ აიღო და ანდალუსიელებმა 2:1 იმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები