ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ნანატრი ფეხბურთელი შეიძინა!
როგორც იქნა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ის ფეხბურთელი გაიფორმა, რომლის გადაბირებასაც დიდ ხანს ცდილობდა. საქმე პორტუგალიური "ბენფიკას" ნახევარმცველს, რენატო სანჩესს ეხება.
პოპულარული იტალიელი სატრანსფერო აგენტი და ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და "მანკუნიანელები" სანჩესის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან.
თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ინგლისელები პორტუგალიელებს 40 მილიონ ევროს ჩაურიცხავენ, დარჩენილი 20 მილიონი კი 4 წლის მანძილზე ეტაპობრივად, ბონუსების სახით დაიფარება.
18 წლის სანჩესი "ბენფიკას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და მიმდინარე სეზონში კლუბის მაისურით ყველა ტურნირის გათვალისწინებით 31 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. იგი უკვე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრიცაა და ამ ქვეყნის მთავარი გუნდის რიგებში 2 მატჩი ჩაუტარებია.
